#მოამბე 21 საათზე, 13 მაისი, 2024 #LIVE
- პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი – ხელისუფლების პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიის შეკითხვები და მთავრობის მეთაურის გზავნილები
- საპროტესტო აქციები, სამართალდამცველებთან დაპირისპირება პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების მცდელობისას და დაკავებული პირები, რომელთა შორის აშშ-ის და რუსეთის მოქალაქეებიც არიან – აქციის ორგანიზატორებისა და დასავლელი მოკავშირეების სტრატეგია და გეგმები
- პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით აქციის ფონზე მიიღო – სხდომაზე დაგვიანებით მისული ოპოზიცია უმრავლესობას პროცედურის დარღვევაში ადანაშაულებს; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მიზანმიმართულად დაგვიანების მიზანი საკითხის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება იყო
- ხელისუფლება სადავო კანონპროექტზე ვეტოს დადების შემთხვევაში პრეზიდენტისგან მოტივირებულ შენიშვნებს ელის და შინაარსობრივ ცვლილებებს არ გამორიცხავს, სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ თამაშში არ შევა; მმართველი გუნდი ოპოზიციას და საერთაშორისო პარტნიორებს პოლიტიკური შეფასებების ნაცვლად კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნების წარმოდგენისკენ მოუწოდებს – მოსალოდნელი ვეტო და პოლიტიკური პოზიციები