#მოამბე 21 საათზე, 13 მაისი, 2021 #LIVE
- მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა „სინოფარმის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია ვერ შეძლო – ვებ-გვერდის პარალიზების მიზეზად მაღალი მიმართვიანობა სახელდება
- ახალი კონფიგურაცია და ძალაუფლების განაწილება საკანონმდებლო ორგანოში – „ლელომ“ ახალი ფრაქცია შექმნა, პარტიების ნაწილი დამოუკიდებელი თამაშის გზას ირჩევს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი კვლავ შესვლა-არშესვლის საკითხზე მსჯელობს
- აუდიტის დასკვნის მიხედვით, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე დახარჯული ათეულობით მილიონის მიუხედავად, მათი სწავლისა და სწავლების ხარისხი არ გაზრდილა – ქართული განათლების „აქილევსის ქუსლი“ და პრობლემის შეფასებები
- საქართველოს პირველი არხის „ვოდ“ აპლიკაცია „მობაილ TV“, ანუ ტელევიზია თქვენ მობილურში – დღის მიმდინარე ამბები, სერიალები, ფილმები, მეგა შოუები და ტელესკოლის არქივი. აპლიკაციის მეშვეობით არხის გადაცემების გადმოწერა-ყურებას ინტერნეტთან წვდომის გარეშეც შევძლებთ