#მოამბე 21 საათზე, 13 ივნისი, 2023 #LIVE
- ვენეციის კომისია თვლის, რომ პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა მიიღოს – მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკომისიის რეკომენდაციასთან წინააღმდეგობაში მოდის, ოპოზიციური სპექტრი კი დასკვნას სრულად იზიარებს
- ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია – გადაწყვეტილების მიზეზად უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის მდგრადობა სახელდება; ხმაური საკითხის ირგვლივ და პოლიტიკური შეფასებები
- ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოს მეთაურად აღარ დარჩება – ლიდერობის ცხრა წელი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამოწვევები და კონსენსუსის მიღწევის შანსი სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით
- რვა წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან – მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქია, რომელმაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ადამიანთა ტრაგიკული ისტორიები და პატივის მიგება დაღუპულთა ხსოვნას