#მოამბე 21 საათზე, 13 ივლისი, 2021 #LIVE

21:00, 13.07.2021

• ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე დაწეული კამერებითა და ტაშით გააცილეს – ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი მედია საშუალებების მიერ ორგანიზებულმა სოლიდარობის მდუმარე აქციებმა მოიცვა; მედია მოძალადეთა დასჯას ითხოვს

• ოპოზიციის ნაწილი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვს – „ლელო საქართველოსთვის“ კონსულტაციებს იწყებს, რასაც მმართველი პარტია პოპულისტური გეგმებისთვის დამატებითი ასპარეზის გახსნად აფასებს

• საკანონმდებლო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს, ვინ და რა ვადით დაიკავებს ცესკო-ს თავმჯდომარის სავარძელს – კანდიდატების სია პარლამენტშია; მმართველი გუნდი შერჩევის პროცესს დადებითად აფასებს, ოპოზიცია კი შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევაზე საუბრობს

• ინფიცირების 2 000-მდე შემთხვევა, გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი და სპეციალისტთა არასაიმედო პროგნოზები – ქვეყნის ეპიდვითარება დღითიდღე რთულდება. მიზეზად რეგულაციების დაუცველობა, იმუნიზაციის არასაკმარისი ტემპი და ხალხმრავალი შეკრებები სახელდება

მოამბე

მსგავსი