#მოამბე 21 საათზე, 13 ივლისი, 2020 #LIVE
- სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედროების დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე – დაღუპული ოთხი აზერბაიჯანელი სამხედრო და დაჭრილები სომხეთის არმიაში; მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ; ქვეყნებს შორის დაპირისპირების ისტორია და რეგიონის ლიდერთა განცხადებები
- ოკუპანტების მიერ დაჭრილი და გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახი მთავრობის წევრებმა და სახალხო დამცველმა მოინახულეს – დასავლელი პარტნიორები ფაქტს გმობენ და რუსეთს პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
- კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლის მეთოდებით ამჯერად Fair Economy დაინტერესდა – ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუ გერმანულ გამოცემაში, ეპიდვითარება საქართველოში და ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგთა შეფასებები
- საქართველოს პირველ არხზე მეგაშოუ „რანინა“ მესამე სეზონით ბრუნდება – კონკურსანტები ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან დუეტში, ცნობილი სიმღერების ახალი ვერსიები და განახლებული პროგრამა