#მოამბე 21 საათზე, 13 დეკემბერი, 2023 #LIVE

21:00, 13.12.2023
  • ერთი დღე ევროპული საბჭოს სამიტამდე – ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს ოპტიმისტური მოლოდინი; ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს სამიტზე კოლექტიური პასუხისმგებლობით მოქმედებისკენ მოუწოდებს; „მოამბე“ ბრიუსელიდან
  • პრემიერის წერილი ევროპელ ლიდერებს – ირაკლი ღარიბაშვილი ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს აჯამებს და ევროკომისიის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს კანდიდატის სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს
  • ევროკომისიაში წარდგენილი კანონპროექტი „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ და განახლებული ვნებათაღელვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში – საქართველოში ინიცირებული რეზონანსული კანონპროექტების ავტორები აცხადებენ, რომ ევროპულ დოკუმენტში უცხოური გავლენების შესახებ გაწერილი პრინციპები მათი ინიციატივების იდენტურია; მმართველი გუნდი ოპოზიციის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს
  • საშობაო საგალობლების სასწავლო აუდიო ალბომი – ქართული კულტურის საგანძური, თვითმასწავლებელი კრებულის პრეზენტაცია და ანსამბლ „შავნაბადას“ და საქართველოს პირველი არხის განსაკუთრებული საჩუქარი ტრადიციული გალობით დაინტერესებულ პირებს

მოამბე

მსგავსი