#მოამბე 21 საათზე, 12 თებერვალი, 2021 #LIVE

21:00, 12.02.2021
  • პროკურატურა საკანონმდებლო ორგანოს თანხმობას სთხოვს, რათა სასამართლოს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართოს – პარლამენტი საგამოძიებო ორგანოსთვის თანხმობის მიცემაზე იმსჯელებს; მელია საქმეს უკანონოს და აბსურდულს უწოდებს; დეპუტატის კანონთან ურთიერთობის ანატომია და მტკიცებულებები რომელსაც პროკურატურა პარლამენტს წარუდგენს;
  • შიდა უთანხმოება „ევროპულ საქართველოში“ და პარტია ლიდერების გარეშე – თავმჯდომარე და გენერალური მდივანი თანამდებობებს ტოვებენ, ბოკერია კი რჩება; ლიდერები არჩევნების შედეგით უკმაყოფილებას არ მალავენ, თუმცა არ განმარტავენ, გახდა თუ არა უთანხმოების მთავარი მიზეზი უგულავა-სააკაშვილის კიევური შეხვედრა;
  • თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში სწავლა ორშაბათიდან განახლდება – სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით წარიმართება; მშობლებსა და რისკ- ჯგუფებში მყოფ პედაგოგებს დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა აქვთ; პედიატრები შემთხვევების ზრდის შესაძლო რისკებზე საუბრობენ; შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად ქვეყანა ვაქცინაციისთვის ემზადება;
  • მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები სულ უფრო მწვავდება – ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების შემთხვევაში კრემლი ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება; რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხი 22 თებერვალს განიხილება; გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქციების სამიზნე სწორად უნდა შეირჩეს, რათა ევროპული ბიზნეს-ინტერესები არ დაზარალდეს.

მსგავსი