#მოამბე 21 საათზე, 12 ოქტომბერი, 2020 #LIVE
• რუსეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორი დღის წინ მიღწეული დროებითი ზავის პირობებში 14 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა – ფრონტის ხაზზე სისხლისღვრა გრძელდება, განახლდა ინტენსიური შეტაკებები; საერთაშორისო საზოგადოება მთიან ყარაბაღში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავლის გზებს ეძებს • ეპიდემიის მეორე ტალღა საქართველოში და ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში – ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იკლებს, გარდაცვლილთა სტატისტიკა კი იზრდება; ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით რვა პაციენტი გარდაიცვალა; კრიტიკული შემთხვევების სამართავად რეანიმატოლოგთა სპეციალური ჯგუფები იქმნება
• პოლიტიკურ ამბიციებს შეწირული ოპოზიციური ერთობა – გიგი უგულავა აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლამ მიხეილ სააკაშვილს ბნელი ინსტინქტები გაუღვივა; ვარდების რევოლუციის შემოქმედები ყოფილ თანაგუნდელს შეფასებებს უწუნებენ
• ქართული სრულმეტრაჟიანი ანიმაცია ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის მიხედვით – ახალი პერსონაჟები და რეჟისორის თვალით დანახული სცენები; 2020 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული პროექტი „იგი“ სხვადასხვა ფესტივალისთვის ემზადება; ფილმზე მუშაობა 2025 წელს დასრულდება