#მოამბე 21 საათზე, 12 მარტი, 2024 #LIVE
- ადეიშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის განცხადებას არახამია ულტიმატუმით პასუხობს და ურთიერთობების ნორმალიზებისთვის თბილისს სამპუნქტიან მოთხოვნას უყენებს – ხელისუფლება ბრალდებებს მწვავე შეფასებას აძლევს, თუმცა არახამიასთან და მის მოკავშირეებთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს
- „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერების ახალი პარტია და პოტენციური მოკავშირეები – მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ფსევდოგადაჯგუფების სტრატეგია ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება; მელია-გვარამიას ახალი პარტიის საბოლოო ადგილს ყოფილი თანაგუნდელების ნაწილიც სააკაშვილის გვერდით ხედავს
- ომის შედეგები და ღაზის სექტორის ჰუმანიტარული დახმარების ახალი გზები – ხანგრძლივი ბლოკადის შემდეგ ამოქმედებული საზღვაო დერეფანი და საჰაერო გზით ჩაშვებული დახმარება; ისრაელის სამხედრო ოპერაცია, საპასუხო საბრძოლო მოქმედებები და უშედეგოდ მიმდინარე მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად
- გელათის სამონასტრო კომპლესზე ფერწერული ნამუშევრების გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო – იუნესკო-ს რეკომენდაციით ტაძარზე კიდევ ერთი დროებითი გადახურვა მოეწყობა; ხანგრძლივი შესწავლის შედეგად გამოვლენილი კედლის მხატვრობის 21 კრიტიკული კერა და პარალელურად მიმდინარე დაკვირვება სამონასტრო კომპლექსის მოზაიკაზე