#მოამბე 21 საათზე, 12 მაისი, 2023 #LIVE
- იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი უთხრა და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა – ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მხარეთა შეფასებები
- მორიგი დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ – დეკლარირებული ერთიანობის მიუხედავად, პარტიაში გავლენისთვის ბრძოლა სულ უფრო ნათელი ხდება; ნიკა მელია მორატორიუმს კიდევ ერთხელ არღვევს და პარტიის დასუსტებაში ამჯერად, ზურაბ ადეიშვილს ადანაშაულებს
- 14 მაისს დაგეგმილი არჩევნები თურქეთში, ცხელი საარჩევნო მარათონი და ბრძოლა ქვეყნის ლიდერობისთვის – რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოპოზიციას არეულობის პროვოცირებაში ადანაშაულებს, პრეზიდენტობის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ კი თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობს
- ქართული კინოს მარათონი – მაყურებლის მიერ შერჩეული პროგრამა ქართული კინოს მრავალფეროვანი ისტორიიდან და ლეგენდარულ რეჟისორთა ნამუშევრების ჩვენება საქართველოს ოც ქალაქში