#მოამბე 21 საათზე, 12 მაისი, 2021 #LIVE
• ისრაელ-პალესტინის მრავალწლიანი კონფლიქტი დღითიდღე მწვავდება – ორმხრივი საჰაერო თავდასხმები ამ წუთებშიც გრძელდება; დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. დაშავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე
• საქართველოში საწვავის ფასი იმატებს – ნავთობ-იმპორტიორები ფასების ზრდას სავალუტო რყევებს უკავშირებენ; კონკურენციის სააგენტო ბაზრის შესწავლას იწყებს
• უთანხმოება ოპოზიციაში – პარტიიდან წასული სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ინტელექტისგან დაცლილია და ვეღარ განვითარდება; მთავარ ოპოზიციურ პარტიას სტრატეგიას ყოფილი თანამოაზრეებიც უწუნებენ
• მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარება და პოსტ-კოვიდური სინდრომი – ვირუსის დამარცხების შემდეგ პაციენტებს სხვადასხვა სახის სიმპტომები უვლინდებათ; სპეციალისტთა რჩევები და პროგნოზები