#მოამბე 21 საათზე, 12 ივნისი, 2023 #LIVE

21:00, 12.06.2023
  • საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხის გადასაჭრელად პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის ემზადება – დაგეგმილი ცვლილებები, ხმაურიანი მსჯელობა სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებზე და მხარეთა პოზიციები
  • ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვები წესდება – შვიდ თვეში ქვეყნის ტერიტორიაზე 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილის შემოყვანა იკრძალება, თუმცა უკვე რეგისტრირებულ ავტომანქანებს შეზღუდვა არ შეეხება; ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლები და რეგულაციები გარემოს დაცვის მიზნით
  • პარლამენტი ჯანდაცვის სამინისტროს კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო სფეროში აღსრულების მექანიზმი მკაცრდება და დარღვევებისთვის ჯარიმები ორმაგდება – რეგულირების სააგენტო კლინიკებში შესამოწმებლად შესვლას ნებისმიერ დროს შეძლებს; სადავო კანონპროექტის განხილვა და დეპუტატთა შეკითხვები
  • „ეშმაკის სამოთხის“ გადაღებები დაიწყო – ცნობილი ქართველი მსახიობები ხათუნა ვაშაძის ახალ ფილმში, მუშაობა პირველი გადასაღები დღის მთავარ ეპიზოდზე და შემოქმედებითი ჯგუფის სამზადისი

მოამბე

მსგავსი