#მოამბე 21 საათზე, 12 ივლისი, 2024 #LIVE

21:00, 12.07.2024
  • რესპუბლიკელ კონგრესმენთა სანქციების პროექტი „მეგობარი აქტის“ სახელწოდებით წარმომადგენელთა პალატას წარედგინა – დოკუმენტის გზავნილებსა და დათქმებს ოპოზიცია საარჩევნო დივიდენდად განიხილავს, პარლამენტის თავმჯდომარე კი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომაზე საუბრობს და აშშ-იდან შეცდომების თავიდან აცილებას ელოდება
  • პარტნიორის მიმართ ევროკავშირის პრიორიტეტების შეცვლაზე ახლა უკვე საქართველოში საფრანგეთის ელჩიც საუბრობს – დასავლეთი დახმარებას ქვეყნის ბიუჯეტის ნაცვლად მესამე სექტორისა და ოპოზიციური მედიისკენ მიმართავს, რასაც ოპოზიციის ნაწილი აკრიტიკებს, მმართველი გუნდისთვის კი თანხების გამჭვირვალობაზე საუბრის ნაცვლად ელჩების გაბრაზებული კომენტარები მიუღებელია
  • პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას მომავალი კვირიდან იწყებს – დოკუმენტს, რომელიც სხვადასხვა ფორმით სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლს და პატიმართა ერთ მესამედს შეეხება, ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა არ აქვს; ჰუმანური აქტის მიზანი, პოლიტიკური სპეკულაციები და შეფასებები
  • საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჟურნალისტებს უმასპინძლა – ორდღიანი მედიატურის მიზანი, კამპანიის მთავარი დევიზები და ტურისტული გეოგრაფია

მოამბე

მსგავსი