#მოამბე 21 საათზე, 12 ივლისი, 2023 #LIVE
- ნატოს სამიტის შედეგები – შვედეთის გაწევრიანება, ალიანსში მიწვევის გარეშე დარჩენილი უკრაინა, ვილნიუსში მიღებული გზავნილებით კმაყოფილი საქართველოს პირველი დიპლომატი და კომუნიკეს ფორმულირებები, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვნებათაღელვის საგანია
- უშედეგოდ დასრულებული ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი და განცხადებები – დევნილთა საკითხის განხილვის დაწყებისთანავე რუსულმა დელეგაციამ დარბაზი დატოვა; ქართული მხარის სამართლებრივად გამყარებული პოზიციები და რუსეთის კრიტიკა თბილისის მიერ გაერო-ში წარდგენილ რეზოლუციებთან დაკავშირებით
- მორიგი დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და პარტიის ლიდერთა მწვავე ურთიერთბრალდებები – მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს ოპოზიციონერი კოლეგები კომიკურს უწოდებენ, მმართველი გუნდი კი გიორგი ვაშაძის და „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო ალიანსს იდეოლოგიური ერთობის გამო ლოგიკურად მიიჩნევს
- ალოობა კახეთში – ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადება წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის ჩაბარების პროცესთან დაკავშირებით, ადგილობრივი წარმოების გამოწვევები და ქართველ ფერმერთა მოთხოვნები