#მოამბე 21 საათზე, 12 ივლისი, 2021 #LIVE
• საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე – რამდენიმე მედია საშუალების მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები პრემიერისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ; მოვლენები ქვეყნის მთავარი გამზირიდან
• საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე დაპირისპირებამ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლა – ცალკეულ მედია ორგანიზაციათა წარმომადგენლები ოპოზიციის ლიდერებთან ერთად შენობაში შესვლას ეცადნენ, რის შემდეგაც დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
• პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 5 ივლისის მოვლენების უკან დესტრუქციული პოლიტიკური ძალები იდგნენ და ოპონენტებს მოუწოდებს, რევოლუციური გეგმები დაივიწყონ – ოპოზიციის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ძალადობის წახალისებად აფასებს
• ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს იწყებს და პარლამენტში დასაბრუნებლად ახალ პირობებს აყენებს – „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ იმ სხდომებს დაესწრება, სადაც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები განიხილება, „ლელო“ კი პროცედურის დაწყებას აანონსებს