#მოამბე 21 საათზე, 12 აპრილი, 2024 #LIVE
- პრემიერის ვიზიტი გერმანიაში – პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცის გზავნილები და სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე; მასპინძელი ქვეყნის მთავრობის მეთაურის კრიტიკული პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით და საქართველოს პრემიერის შეფასება
- თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა – ერთწლიანი განხილვის შედეგად დამდგარი განაჩენი, ოპოზიციის და უფლებადამცველთა ნაწილის მწვავე რეაქცია და რეზონანსული საქმის დეტალები
- ისრაელის მიერ დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შემდეგ თეირანი საპასუხო ზომებისთვის ემზადება – საერთაშორისო საზოგადოება ისრაელზე თავდასხმას უახლოეს 48 საათში ელის; ვაშინგტონი ესკალაციის თავიდან არიდებას დიპლომატიური არხებით ცდილობს და ისრაელს ურყევ მხარდაჭერას ჰპირდება; ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება და რეგიონალური კონფლიქტის გაფართოების საფრთხე
- პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ და „ნიუ-ჰოსპიტალმა“ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვეს, სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი ნაწილი კი სტატუსის მისაღებად მუშაობას განაგრძობს – შეფასების კრიტერიუმები, პაციენტთა უსაფრთხოების მიზანი და ნაბიჯები ევროპული სტანდარტის შესაბამისი ხარისხის მისაღებად