#მოამბე 21 საათზე, 12 აპრილი, 2023 #LIVE
- მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული მედია ორგანიზაცია კეზერაშვილს ევროპის მასშტაბით პენსიონერთა ძარცვაში და მილიარდი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს – BBC-ის გამოძიების თანახმად ყოფილი მაღალჩინოსანი თაღლითური ვერტიკალის სათავეში დგას; ძარცვის სქემა და ქოლცენტრების საქმის დეტალები
- ოპოზიცია კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რომლის მოთხოვნაც რიგ დეპუტატთა პოლიტიკური „შატალოს“ გამო გადაიდო – ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ კომისიის შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში არ შედის, რადგან გამოძიება სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე არსებულ ვითარებასაც უნდა შეეხოს
- „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, პენტაგონის საიდუმლო მასალები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განვითარების ოთხ ვარიანტს შეიცავს – კრემლში აცხადებენ, რომ მოსკოვმა ნატო-ს ქვეყნების უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართულობის შესახებ ამერიკული დოკუმენტების გაჟონვამდეც იცოდა; პენტაგონის ცხრილის დეტალები დასავლურ მედიაში
- რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილებისთვის მოძრაობა აღდგა – მსუბუქი მანქანები, რომლებიც დღეს შემოვლითი გზით გადაადგილდებიან, ხვალიდან ცენტრალურ მაგისტრალზეც იმოძრავებენ