#მოამბე 21 საათზე, 11 თებერვალი, 2021 #LIVE

21:00, 11.02.2021

• ე.წ გადასასვლელის გახსნა ენგურის ხიდზე და რეგულაციები, რომლის დაცვაც ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს მოუწევთ – თითქმის ერთწლიანი შეზღუდვის შემდეგ აფხაზეთში მცხოვრებთა ნაწილს უკანონოდ შეზღუდული უფლება აღუდგა; საოკუპაციო ხაზზე ორმხრივად გადაადგილებას ხვალიდან ხანდაზმულები, პენსიონერები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები შეძლებენ;

• კონგრესმენების მიერ მომზადებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი და მკაფიო მოწოდებები რუსეთის მიმართ – აშშ საქართველოსადმი საკუთარ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ, მორიგი დოკუმენტით დაადასტურებს; კანონპროექტის ავტორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებენ და ინიციატივით გამოდიან, ადამიანის უფლებების დამრღვევი, ან მათთან დაკავშირებული პირები სანქციებს დაექვემდებარონ;

• საქართველო კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მარტის დასაწყისში მიიღებს – უსაფრთხო ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებები სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება; ვაქცინაციის პროცესის სწორად წარმართვაში საქართველოს ევროკავშირი დაეხმარება; პროექტი, რომლის ღირებულებაც 40 მილიონი ევროა, მხოლოდ ექვს ქვეყანაში განხორციელდება;

• თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში – ალექსანდრე კობერიძის სურათი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ სხვა 14 საკონკურსო ნამუშევართან ერთად „ოქროს დათვის“ მოსაპოვებლად იბრძოლებს; ახალგაზრდა მამაკაცისა და ქალის ისტორია ქართველი რეჟისორის ნამუშევარში და ინტერვიუ ალექსანდრე კობერიძესთან, რომელსაც საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს.

მსგავსი