#მოამბე 21 საათზე, 11 სექტემბერი, 2025 #LIVE
- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზება და ქრთამის სახით მოქალაქეებისთვის ფულადი თანხის საჯარო დაპირება – სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა დააკავა;
- რატომ ვერ მიიღებს „მეგობარი აქტი“ კანონპროექტის სახეს – ქართველი მოწმეების კრიტიკული გზავნილები ჰელსინკის კომისიის სხდომიდან და ოფიციალური თბილისის მწვავე რეაქცია;
- საზარელი მკვლელობა, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა – დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერის, ჩარლი კირკის მკვლელს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ;
- ანტისახელისუფლებო დემონსტრაციები საფრანგეთში – მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეების აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.
მოამბე