#მოამბე 21 საათზე, 11 ოქტომბერი, 2022 #LIVE
- მასიური საჰაერო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე – პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნა, კრემლის მუქარა და დასავლეთის რეაქცია; მსოფლიო ლიდერები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხს დიდი შვიდეულის საგანგებო სამიტზე განიხილავენ
- დებატები ევროკავშირის გაფართოების საკითხზე, ქართველი დეპუტატების სიტყვით გამოსვლა და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე
- 26 წლის ქალის სასტიკი მკვლელობა თელავში და საქმის მასალები – ბრალდებულს პატიმრობა იმ მოსამართლემ შეუფარდა, რომელმაც ის რამდენიმე დღის წინ სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
- ქართული მუსიკის დღესასწაული ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში – გორის ქალთა გუნდისა და ანსამბლ „შავნაბადას“ პირველი ერთობლივი კონცერტი და მრავალფეროვანი პროგრამა