#მოამბე 21 საათზე, 11 მარტი, 2024 #LIVE
- თბილისი ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობას მიუღებლად მიიჩნევს, კიევს გადაწყვეტილებებს უწუნებს და ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული ადეიშვილის გადმოცემას ითხოვს – ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს ცხრაპუნქტიანი გეგმის პირველ პრიორიტეტს ახსენებს და ევროპული ფასეულობების ერთგულებისკენ მოუწოდებს
- საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში და მთავრობის ადმინისტრაციაში – ჯანდაცვის უწყებას მიხეილ სარჯველაძე უხელმძღვანელებს, რომლის პირველი დავალება უახლოეს პერიოდში რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული პროექტის წარდგენა იქნება; პრემიერის გადაწყვეტილებები და პოლიტიკური სპექტრის შეფასებები
- მელიასა და გვარამიას განაცხადი გაერთიანების შესახებ, ახალი პარტია ძველი პოლიტიკური სახეებით და ამბიციები – მელია-გვარამიას ყოფილი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არავის გამოსვლია და ახალი ალიანსი მათ ხმებს ვერ წაართმევს, მმართველი პარტია კი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არჩევნებზე ფიასკოს უწინასწარმეტყველებს
- რომის პაპის რეზონანსული განცხადება, რომ უკრაინას მოლაპარაკებების წარმოების გამბედაობა უნდა ჰქონდეს, დასავლელი ლიდერების კრიტიკის საგანია – კრემლი მიიჩნევს, რომ ფრანცისკეპირველმა კიევს და მის დასავლელ მოკავშირეებს დაშვებული შეცდომების აღიარებისკენ მოუწოდა, ვატიკანი კი განმარტავს, რომ პაპი არა კაპიტულაციას, არამედ ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებების განახლებას გულისხმობდა