#მოამბე 21 საათზე, 11 მაისი, 2023 #LIVE

21:00, 11.05.2023
  • რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები არ შესრულდება, ხოლო ვაჭრობა საქართველოს ინტერესებში შედის, ისევე, როგორც ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან და ამას ქვეყნის მეგობრები გაგებით უნდა მოეკიდონ – კრემლის გადაწყვეტილება და პოლიტიკური შეფასებები
  • „ქართული ოცნება“ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსს და ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებსაც ტოვებს – მიზეზად კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე პარტნიორის მხრიდან არასათანადო მხარდაჭერა სახელდება
  • ევროპარლამენტი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით რეგულაციის პროექტზე მუშაობს – რევოლუციური გარღვევა ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ტექნოლოგიების განვითარების სარგებელი, საფრთხე და საზოგადოების დაცვის ინტერესი
  • ირუ ხეჩანოვი ევროვიზიის ნახევარფინალში – მზადება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსის სცენაზე გასასვლელად და ტურის პირდაპირი ტრანსლაცია პირველი არხის ეთერში; საუკეთესო ათეულს, რომელიც ფინალში საგზურს მიიღებს, მაყურებელი გამოავლენს

მოამბე

მსგავსი