#მოამბე 21 საათზე, 11 მაისი, 2021 #LIVE

21:00, 11.05.2021

• სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იანვრის შემდეგ და იმუნიზაციის გააქტიურებული პროცესი – ხვალიდან, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრას 45 წლის მოქალაქეებიც შეძლებენ; სისტემა ვაქცინაციის გაფართოებისთვის ემზადება

• „ნაციონალურ მოძრაობაში“ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით უთანხმოებაა – ნიკა მელია კონსულტაციებს მართავს; ოპოზიცია მერობის საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდება

• სროლა ყაზანის 175-ე სკოლაში, ცხრა გარდაცვლილი და ოცდაათამდე დაშავებული – ვრცელდება დაკავებული თავდამსხმელის ჩვენების ვიდეო მასალა; რუსეთის პრეზიდენტი იარაღის ტარება-შენახვის შესახებ კანონის გადახედვას გეგმავს

• ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის მინიმალური სასჯელის ვადა 10 წლამდე იზრდება – იცვლება ნარკოდანაშაულის მუხლის კლასიფიკაცია; სანქციები ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღებისთვისაც მკაცრდება

მსგავსი