#მოამბე 21 საათზე, 11 ივნისი, 2021 #LIVE
• საქართველოს მორიგი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ და ოფიციალური თბილისის მოლოდინი – ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი საჩივრის განხილვა იწყება; ქართული მხარე ითხოვს, საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულებისთვის მოსკოვს პასუხისმგებლობა დაეკისროს
• ლიეტუვის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი და მეგობარი სახელმწიფოს მხარდაჭერა საქართველოს – შეხვედრები ქვეყნის პირველ პირებთან, განხილული საკითხები და გზავნილები
• „დიდი შვიდეულის“ სამიტი და მსოფლიო ლიდერების პირისპირ შეხვედრა დიდ ბრიტანეთში – სამიტზე განხილვის მთავარი თემები ვაქცინების გადანაწილება, მსოფლიო ეკონომიკის გადატვირთვა, კლიმატური ცვლილებები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია
• ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა პარლამენტში 2020 წლის საქმიანობა შეაჯამა – კანონმდებელთა მწვავე შეკითხვები და მინისტრის ოპტიმისტური პროგნოზი