#მოამბე 21 საათზე, 11 დეკემბერი, 2023 #LIVE
- აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი ბრიუსელში – სამი დღე ევროპული საბჭოს სამიტამდე, ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა, საქართველოს მოლოდინი და დასავლელ ლიდერთა პოზიტიური გზავნილები; „მოამბე“ ბრიუსელიდან
- პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბაქოში და შეხვედრები მასპინძელი ქვეყნის პირველ პირებთან – საქართველოს სატრანზიტო როლი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, ბაქო-თბილისის ერთობლივი პროექტები და ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად
- ორად გახლეჩილი „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოებში წევრებს ყოველდღიურად კარგავს – ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრეები მარცხს არ აღიარებენ; „ლელო“ ნიკა მელიას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს, მმართველი გუნდი კი მთავარი ოპოზიციური პარტიის მორიგ დაყოფას საზოგადოებისთვის „თვალში ნაცრის შეყრას“ უწოდებს
- ნინო ფერაძის გამოფენა – ექსპოზიცია „შობის ღამე“, გრაფიკული მინიატურები და ქაღალდსა და ტილოზე შესრულებული ორმოცდაათი ნამუშევარი ხელოვნების სასახლის ორ საგამოფენო სივრცეში