#მოამბე 21 საათზე, 11 დეკემბერი, 2020 #LIVE

21:00, 11.12.2020
  • მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე და პრეზიდენტის გზავნილები – კანონმდებლებმა ქვეყნის წინაშე ფიცი დადეს; 87-მა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარე და ვიცე-სპიკერატი აირჩია; დღეიდან სამთავრობო გუნდის წევრებს მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი აქვთ; „ქართული ოცნება“ მთავრობის ახალ შემადგენლობას ორი კვირის ვადაში წარადგენს;
  • ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პირველ სხდომას ქუჩაში, ბოიკოტის სიმბოლური აქტის გაფორმებით შეხვდა – ხუთი პარტია ხელმოწერებით ადასტურებს, რომ ცესკო-დან პარტიულ სიებს ჩახსნის და საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის; ცერემონიას არ შეუერთდნენ „რესპუბლიკური პარტია“, „პატრიოტთა ალიანსი“, „მოქალაქეები“ და „გირჩი“; ოპოზიციის არჩევანი და პოლიტიკური შეფასებები;
  • საქართველოს ახალი შანსი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციიის კუთხით, ბოიკოტის პოლიტიკური ფასი და ჯეიმზ აპატურაის გზავნილი – ჩრდილო-ატალანტიკური ალიანსი საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხს განიხილავს; „პირველ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აპატურაი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებში ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის პრაქტიკა არ არსებობს, ევროპელი კანონმდებლები კი ქვეყნის შანსებზე საუბრობენ და მხარეებს საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობის გააზრებისკენ მოუწოდებენ;
  • უკვე სამი დღეა, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი სტაბილურია – ფართომასშტაბიანი ტესტირების მიუხედავად ინფიცირების რიცხვი მცირდება, თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია; სპეციალისტები შემთხვევების ეტაპობრივ კლებას ელოდებიან; ქვეყანა ვაქცინას გაზაფხულიდან მიიღებს.

მსგავსი