#მოამბე 21 საათზე, 11 აპრილი, 2024 #LIVE
- პრემიერ-მინისტრი გერმანიაში – ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია ფედერალურ კანცლერთან, აუდიენცია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, განსახილველი საკითხები და ქართული დელეგაციის დღის წესრიგი; „მოამბე“ ბერლინიდან
- საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებას თბილისი არასწორ მიდგომად აფასებს – დასავლეთის გზავნილები, ნეგატიური საერთაშორისო რეაქციები ინიციატივასთან დაკავშირებით და მმართველი გუნდის მწვავე პასუხი
- ევროპარლამენტმა ევროკავშირის თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ ახალი პაქტი დაამტკიცა – დასავლელი ლიდერების ნაწილი შეთანხმებას ისტორიულს უწოდებს, ვარშავა და ბუდაპეშტი კი არალეგალი მიგრანტების მიღებას არ აპირებენ; სადავო პაქტი და შეფასებები
- ხალხური პოეზიის საღამო „ლექსო, არ დაიკარგები“ – საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თუ სოფლიდან შერჩეული ადამიანები და ზეპირსიტყვიერების ძველი და ახალი თაობის შემკრებნი და ავტორ-მთქმელები ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პოეზიის საღამოზე