#მოამბე 21 საათზე, 11 აპრილი, 2023 #LIVE
- აშშსაიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო იმედგაცრუებული მოკავშირეების დამშვიდებას ცდილობს – მსოფლიო ლიდერები ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთ უდიდეს საჯარო დარღვევაზე საუბრობენ და ვაშინგტონს ახსნა-განმარტებას სთხოვენ
- ოპოზიცია, რომელიც დილით პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას სთხოვდა, საღამოს ითხოვს, სხდომა არ ჩაინიშნოს – მიზეზად რამდენიმე დეპუტატის ევროპული ტურნე სახელდება; „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური „შატალო“ და უთანხმოება ოპოზიციაში
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ქვათაცვენის გამო რიკოთი კვლავ დაიკეტა – გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე მსუბუქი ავტოტრანსპორტი ალტერნატიული გზის გავლით იმოძრავებს; აღდგომის მოახლოებული დღესასწაული, დაწესებული შეზღუდვები და მოძრაობის მარშრუტი
- შალვა ძნელაძის გამოფენა – 130 წელი ხელოვანის დაბადებიდან, 20-იანი წლების ქართული ავანგარდის გამორჩეული მხატვრის ნამუშევრები და მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა