#მოამბე 21 საათზე, 10 თებერვალი, 2023 #LIVE
- თავდაცვის მინისტრი აშშ-ში – ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრა ამერიკელ კოლეგასთან, სტრატეგიული პარტნიორის დახმარება საქართველოს და ვაშინგტონის გზავნილები
- მიწისძვრის შედეგები თურქეთში – „მოამბე“ სტიქიის ზონიდან – საქართველოს კიდევ ერთი დაღუპული მოქალაქე, ნანგრევებიდან 90 საათის შემდეგ გადარჩენილი დედა-შვილი და მიმდინარე სამაშველო სამუშაოები
- პრეზიდენტი ხელისუფლებას საგარეო ასპარეზზე პოზიციონირებას უწუნებს და რუსულ ნარატივთან უნისონსა და პროპაგანდაზე საუბრობს – ოპოზიციის ნაწილი გზავნილს იზიარებს, მმართველი გუნდი კი სალომე ზურაბიშვილის ბრალდებებში ოპოზიციის პროპაგანდას ხედავს და მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს
- საქართველოს პირველი არხის მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „მეფე ერეკლე – რეპორტაჟი ისტორიიდან“ – ვასილ მაღლაფერიძის ფილმის საპრემიერო ჩვენება პატარა კახის მშობლიურ ქალაქში და შემოქმედებითი ჯგუფის შეფასებები