#მოამბე 21 საათზე, 10 ნოემბერი, 2023 #LIVE
- პრეზიდენტ მაკრონის მიწვევით, საფრანგეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერი და სიტყვით გამოსვლა პარიზის მშვიდობის ფორუმზე – მიმართვა ემანუელ მაკრონის მიერ ორგანიზებული ფორუმის მონაწილეებს და პრემიერის გზავნილები პარიზიდან
- ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია და ცხრა დავალება საქართველოს – მმართველი გუნდი ოპოზიციას ქვეყნის საწინააღმდეგო სტრატეგიის შეცვლისკენ და სამუშაო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს, ოპოზიცია კი კვლავ ცდილობს, ევროკომისიის პოზიტიურ გადაწყვეტილებაში ხელისუფლების როლი გამორიცხოს
- პრეზიდენტის სტრატეგია და შორს მიმავალი პოლიტიკური გეგმები – ხელისუფლების ცვლილების ღიად გამოხატული სურვილი, მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო გეგმები და სავარაუდო მოკავშირეები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
- გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადასარჩენად – ტაძრის დროებითი გადახურვის შესახებ იუნესკოს გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, რაც მომავალ გეგმებს საბოლოოდ განსაზღვრავს