#მოამბე 21 საათზე, 10 მაისი, 2024 #LIVE
- ირაკლი კობახიძის ღია წერილი ახალგაზრდებს – ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ანალიზი, მიმართვის მთავარი აქცენტები, გზავნილები და პოლიტიკური შეფასებები; მმართველი გუნდი მთავრობის მეთაურის შეფასებებს იზიარებს, პრეზიდენტი და ოპოზიცია კი პრემიერს აქცენტებს უწუნებენ
- საპროტესტო აქციების ტალღა სომხეთში – დემონსტრანტთა მსვლელობა ერევნამდე და ულტიმატუმი ქვეყნის პრემიერს; არქიეპისკოპოს ბაგრატ გალასტიანის მიერ დაანონსებული დაუმორჩილებლობის აქციები და აზერბაიჯანისთვის სასაზღვრო ტერიტორიების გადაცემის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნები
- საქართველო „ევროვიზია 2024“-ის ფინალში – ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი გამოსვლა და მაყურებლის გადაწყვეტილებით ფინალში გადასული საქართველოს წარმომადგენელი; ფინალური გამოსვლის მოლოდინი და კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე; „მოამბე“ შვედეთიდან