#მოამბე 21 საათზე, 10 მაისი, 2023 #LIVE
- რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები აღადგინა; მსურველები ქვეყანაში ვიზის გარეშე შესვლას 15 მაისიდან შეძლებენ – კრემლის გადაწყვეტილება და პოლიტიკური სპეკულაციები
- დავით არახამია საქართველოს შიდა, თუ საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თავის პრეზიდენტთან ერთად, ქვეყანას უფსკრულის გადალახვაში დაეხმარება – ოკუპანტის ენაზე მოსაუბრე უკრაინის მაღალჩინოსანი ქართული ენის შესწავლას იწყებს; არახამიას გეგმების ანატომია და შეფასებები
- უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში – მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კონკრეტული პარტიები ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით უცხოურ დაფინანსებას იღებენ, რაც მათ შორის, ახალგაზრდებისთვის იარაღის შესწავლას და რევოლუციების მოწყობის სწავლებას ხმარდება; ოპოზიციის ნაწილი პარტიების ხელშეწყობით იარაღთან მოქცევის სწავლაში პრობლემას ვერ ხედავს, ნაწილისთვის კი მკაცრი კანონის პირობებში ფინანსების კანონის გვერდის ავლით მოზიდვა მისაღებია
- ქართული მუზეუმების წარმატება ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ევროპის მუზეუმების ფორუმზე – მთავარი, თუ სპეციალური ჯილდოები ქართულ მუზეუმებს, საერთაშორისო აღიარება და საპარტნიორო რუკაზე მონიშნული კულტურის ცენტრი