#მოამბე 21 საათზე, 10 ივლისი, 2020 #LIVE

21:00, 10.07.2020
  • ექსპერტიზამ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი დაადგინა – გარდაცვლილის ოჯახი TOYOTA CAMRY-ში მჯდომი ექვსივე პირისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს; ექსპერტიზის დასკვნა და საქმის ახალი კვალიფიკაცია
  • თურქეთის სასამართლომ თითქმის საუკუნის წინანდელი ბრძანება გააუქმა და აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი შეუჩერა; ბიზანტიის იმპერიის მთავარ ქრისტიანულ ტაძარს მეჩეთად უკვე მეორედ გადააკეთებენ; თურქეთის გადაწყვეტილება და მსოფლიოს რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერთა განცხადებები
  • საქართველოში„კოვიდ 19“-ით პირველი აბიტურიენტი დაინფიცირდა – ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთ საგამოცდო სექტორში მყოფი 11 პირი საკარანტინე სივრცეში მოთავსდება; აბიტურიენტები გამოცდას სპეციალურად მოწყობილ სარეზერვო სივრცეში ჩააბარებენ; ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი განგაშის საფუძველს ვერ ხედავს
  • ორსაუკუნოვანი სოფლის, ასურეთის ახალი სიცოცხლე 200 წლის შემდეგ – საქართველო-გერმანიის საერთო ისტორიული მემკვიდრეობა, რაჭველების მიერ უცვლელი იერსახით შენარჩუნებული სოფელი – გერმანული არქიტექტურა და შვაბთა ყოფა-ცხოვრების ნიმუშები

მსგავსი