#მოამბე 21 საათზე, 10 აპრილი, 2024 #LIVE

21:00, 10.04.2024
  • „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ირგვლივ პროტესტი იზრდება – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის საფრთხეზე საუბრობს; ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი წინააღმდეგობის გეგმაზე მუშაობენ; ხელისუფლება ოპონენტებს არგუმენტებით საუბრისკენ მოუწოდებს და ცალკეულ უცხოურ ორგანიზაციებს ექსტრემიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებს
  • გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას საერთაშორისო პარტნიორებზე ზედმეტი დამოკიდებულების გამო საყვედურობს და პროცესების რადიკალიზაციისკენ მოუწოდებს; ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ ერთი წლის წინ პოლიტიკური სტრატეგია სწორედ უცხოელმა ელჩებმა დაუწუნეს და დანარჩენ ოპოზიციას მისი იდეებისგან შორს დგომა ურჩიეს – სკანდალური განცხადება და მხარეთა პოზიციები
  • საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზო გადაადგილებას უახლოეს მომავალში შეძლებენ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ჩინეთის ელჩმა დოკუმენტებზე ხელმოწერით სამართლებრივი პროცედურების ოფიციალურად დაწყება დაადასტურეს; მმართველი გუნდი შეთანხმების სიკეთეებზე, საპარლამენტო ოპოზიცია კი კვლავ საფრთხეებზე საუბრობს
  • დღეიდან, დედაქალაქში ცხოველებს სტერილიზაცია-კასტრაცია და ცოფის საწინააღმდეგო აცრა მოძრავ ვეტერინარულ კლინიკაში ჩაუტარდებათ; ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქალაქეებს ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებს – სპეციალურ მანქანაში განთავსებული ვეტ-კლინიკა, რომელიც თბილისის მასშტაბით გადაადგილდება და პროგრამის მიზანი

მოამბე

მსგავსი