#მოამბე 21 საათზე, 10 აპრილი, 2023 #LIVE

21:00, 10.04.2023
  • პრემიერ-მინისტრი თავისუფალ სასამართლოზე გავლენის მოხდენას მიუღებლად მიიჩნევს და უზენაეს სასამართლოში შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მოსამართლეებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს – ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, სანქცირებული მოსამართლეები კი სახდეპარტამენტის გადაწყვეტილების აშშ-ში გასაჩივრებას გეგმავენ
  • ჩინეთის სამხედრო წვრთნები ტაივანის სრუტეში – პეკინის მკაცრი გაფრთხილება ტაივანს და ვაშინგტონის პასუხი; დასავლური მედიის ცნობით, ჩინეთი ტაივანის ალყაში მოქცევის იმიტაციას ახდენს, აშშკი ჩინეთს სტატუსკვოს შენარჩუნებისკენ მოუწოდებს
  • აქციაზე ოპოზიციონერი კოლეგების გარეშე დარჩენილი ლევან ხაბეიშვილი ნამდვილების და თვითმარქვიების გამოვლენას ცდილობს – ოპოზიციის ნაწილი ხაბეიშვილის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს და მის მწვავე რეაქციას აქციაზე ხალხის სიმცირეს უკავშირებს, ნაწილი კი საკუთარ პარტიაზე ზრუნვისკენ მიუთითებს
  • ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან და კლინიკის რეაბილიტაციის კონცეფცია – საექსპერტო დასკვნების მიღებამდე საავადმყოფო უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს; მედპერსონალი დიალოგის დაწყებას მიესალმება

მოამბე

მსგავსი