მოახლოებული ენერგოკრიზისი ევროპაში

ევროპა ახალი კრიზისის წინაშე დგას. ამჯერად ის ბუნებრივ აირს უკავშირდება.

შარშანდელთან შედარებით, რუსული გაზის რეკორდულად გაზრდილი ფასის ფონზე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული ევროპული მარაგები, რომლის შესავსებად მიწოდების მოცულობის გაზრდაზე მოსკოვი უარს ამბობს. წინ კი ზამთარია. ბუნებრივი აირის გაძვირებამ ელექტროენერგიის ღირებულებაც გაზარდა. ენერგოკრიზისს რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს, რაც ევროკავშირს არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს. ევროპის ენერგობაზარზე არსებული მძიმე სურათის შექმნაში საკუთარ როლს გამორიცხავს მოსკოვი, რომელიც ევროკომისიის შეცდომებზე მიუთითებს.