მმართველი პარტიის წევრების განცხადებები უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ

იქნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები – „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეძლებს, – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. თუმცა, იქვე განმარტა, რომ მმართველი პარტია არჩევნების 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩასატარებლად ემზადება.

შეხვედრაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ჟურნალისტების შეკითხვებს, უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციის მიერ გამოთქმულ წინადადებაზეც უპასუხეს. მათი განმარტებით, ე.წ. გერმანული მოდელი, კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

ნათია ქენქაძემ მოისმინა „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები.