მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება

საარჩევნო სისტემაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. მანამდე კი ოპოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან დახურულ შეხვედრებს მართავს.

კელი დეგნანის რეზიდენციაში უკვე იმყოფებოდნენ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები, ელჩთან შეხვედრას გეგმავენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც.

ნათია ქენქაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში – რატომ ხვდება ოპოზიცია ცალ-ცალკე კელი დეგნანს და რა დეტალებია ცნობილი ამ შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ.