მმართველი გუნდის წარმომადგენლები საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურებიან

ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოს ისტორიის სწორად გავრცელებას, – ასეთია უმრავლესობის პოზიცია. მმართველი გუნდის წარმომადგენლები საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც პუტინის სიტყვები, ისტორიასთან დაკავშირებით, ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს, რასაც სწრაფი რეაგირება უნდა მოჰყვეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ანტიქართულ პროპაგანდას ეწევა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველომ, გერმანიის ჯარების დახმარებით, აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, 1919-20 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“. ამის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ მზად არიან, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისთვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი.