მმართველი გუნდის შეთავაზება ოპოზიციას

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი საგამოძიებო კომისიას ქმნის და პროცესში მონაწილეობის მიღებას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს – მათ შორის ეუთო/ოდირს სთავაზობს. ამასთან, „ქართული ოცნება“ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში შესვლისა და კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. უკვე ცნობილია, რომ საგამოძიებო კომისია მუშაობას თებერვლის პირველი კვირიდან დაიწყებს. საგამოძიებო კომისიის შექმნაში აზრს ვერ ხედავენ ხელისუფლების ოპონენტები. კიდევ ერთი შეთავაზების მიუხედავად, ოპოზიცია წინადადებას არ თანხმდება და ისევ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.