მმართველი გუნდის პოზიცია

მმართველი გუნდი მოლაპარაკების მომხრეა, თუმცა მათ მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური კონკურენტები არჩევნების მეორე ტურს არ უნდა გამოეთიშონ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის ნაწილი უცხოელი დამკვირვებლების განცხადებებს არ ითვალისწინებს და პროცესების ხელოვნურად გამწვავებას ცდილობს. სახელისუფლებო პარტიას სურს, პროცესები მშვიდობიანად განვითარდეს. მათი თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ, არჩევნები 21 ნოემბერს მაინც ჩატარდება.