მმართველი გუნდის პოზიცია

12:43, 15.11.2021

მმართველი გუნდი ოპოზიციის გეგმებს აქციებთან და შიმშილობასთან დაკავშირებით, შანტაჟს უწოდებს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ათი პოლიტიკოსის შიმშილობის მიზეზი. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, „ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციური სპექტრის მხრიდან სამთავრობო უწყებების პიკეტირებას დესტრუქციულ ქმედებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან რეაგირებაც შესაბამისი იქნება.

მსგავსი