მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტები 

მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის წინ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული რეზონანსული კანონ-პროექტის განხილვა იწყება. თუ მანდატებზე უარის შესახებ პარლამენტში შესული განცხადებები დაკმაყოფილდება, ავტორი ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე დარჩებიან. ინიცირებული პროექტი სადეპუტატო ანაზღაურების შეწყვეტასაც გულისხმობს. „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივამ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელისუფლების მიმართ რიტორიკა კიდევ უფრო გაამძაფრა. შეთანხმების მიღწევის ხელშეშლის კონტექსტში კანონ-პროექტის გამო კითხვები გაუჩნდა დიალოგის პროცესში ჩართულ ევროკავშირის ელჩსაც.