მმართველი გუნდის განცხადება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკონსტიტუციო ინიციატივის – „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია პირველ ივლისს გაიმართება. ამის შესახებ მმართველი გუნდის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ვკითხულობთ: „როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. პრეზენტაცია პირველ ივლისს 14 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება, – აღნიშნულია  განცხადებაში.