მმართველი გუნდის გადაწყვეტილება

მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის არცერთ ახალ ინიციატივას არ განიხილავს და არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე, 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება.

პარალელურად, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალე“ აქციას მართავს.

კიდევ რა გადაწყვეტილება მიიღეს მმართველ გუნდში, ანა ბროლაძე გვეტყვის.