მმართველი გუნდის გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეწყვიტოს მუშაობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, შეფასებების მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. ასევე, საკუთარ და ქართველი ხალხის დამსახურებად მიიჩნევენ იმას, რომ მათი მოთხოვნა ევროსაბჭომ ნაწილობრივ გაითვალისწინა და ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება აპრილამდე დათქმებით გაუგრძელა,  განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ დათქმას – ახალი არჩევნების საჭიროების შესახებ. „ქართული ოცნებისთვის“ კი ეს ჩანაწერი წითელი ხაზია და ქვეყნის შეურაცხყოფაა, რის გამოც, ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო დელეგაციის ფორმატში მუშაობაზე. საზოგადოებისთვის კი განმარტავენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება კავშირში არ არის ევროინტეგრაციასთან, საქართველო ერთის მხრივ რჩება ევროსაბჭოს წევრად, მეორე მხრივ კი 2030 წლისთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად ემზადება.