მმართველი გუნდის გადაწყვეტილება

21:03, 01.11.2025

გადაწყვეტილება მიღებულია, ერევანში „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე უარის შემდეგ, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია „ევრონესტის“ სესიებს არც მომავალში დაესწრება. პარლამენტის თავმჯდომარემ მიზეზად სომხეთში მიღებულ რეზოლუციაში საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული ჩანაწერები დაასახელა. სხვა კრიტიკულ შეფასებებთან ერთად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა. რეზოლუციაში 2024 წლის არჩევნები „გაყალბებულად“, ხელისუფლება კი თვითგამოცხადებულად არის მოხსენიებული.

„ევრონესტის“ რეზოლუციას წინ უძღოდა საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე საქართველოს დელეგაციის უარი. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ღია წერილში განმარტა, რომ ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამობის გამო. ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზაობის შემთხვევაში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხელახლა ჩაერთვება აღმოსავლეთ პარტნიორობის აღნიშნულ ფორმატში.

მსგავსი