ქართული დელეგაცია ევროსაბჭოში მუშაობს წყვეტს. გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ მას შემდეგ მიიღო, რაც ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, აპრილამდე დამტკიცდა. თეა წულუკიანის განცხადებით, ეს დათქმები უსამართლო და საფუძველს მოკლებულია, ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს და შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ამომრჩეველს. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, საქართველო, როგორც სახელმწიფო დარჩება ევროპის საბჭოს წევრად, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ქართული დელეგაცია მას შემდეგ განაახლებს, როცა საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი დასრულდება. – აღნიშნა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.