მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პერსპექტივა

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზაობას გამოთქვამს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი პროცესში საერთაშორისო მედიატორები ჩაერთვებიან, რაც შეეხება პროტესტს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ მათი გეგმა ძალაშია და აქციებს აანონსებენ. ისინი მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ. მმართველ გუნდში კი იმედი აქვთ, რომ ჯერ კიდევ მოიძებნება შესაძლებლობა მოლაპარაკებისთვის.