მკვლელობის მომზადების საქმე

შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების საქმესა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

საუბარია ვასამბეკ ბოკოვის დაკავებაზე. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან იყო შეკვეთილი და ეს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ეხებოდა. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის ფედერაციას საქართველოში არეულობისა და დესტაბილიზაციის გამოწვევა სურდა.